კულინარიული კოლეჯი "იკაროსი"

იკაროსის არის მრავალ პროფესიული კოლეჯი რომელიც ფუნქციონირებს 1945 წლიდან.  აღნიშნული ობიექტი არის საბჭოთა პერიოდში აშენებული.კომპლექსი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო ობიექტებს ასევე საგანმანათლებლო საწარმოებს. ის დაყოფილია 4 ნაწილიად: სასწავლო სასტუმროები, სასწავლო სამზარეულო, სასწავლო საწარმოები და სპორტული დარბაზი.  თითოეული მათგანი იზოლირებულია ერთმანეთისგან და სხვადასხვა შენობებშია განთავსებული. შენობებს ერთმანეთთან არამხოლოდ საფეხმავლო გზები არამედ ხიდიც კი აკავშირებს, რომელიც აერთიანებს ორ ძირითად შენობას და ქმნის კომპლექსის ერთიანობას.ჩვენმა გუნდმა გააცოცხლა და გაათანამედროვა საბჭოთა არქიტექტურის ეს უზარმაზარი შენობა და ახალი სული შთაბერა მას. ჩვენი მიზანი იყო რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა არსებული არქიტეტურის იერსახე და შეგვეტანა ახალი არქიტექტურული გადაწყვეტილებები,რომელიც ჯამში მოგვცემთა ახლის და ძველის ესთეტიურ შერწყმას.