მაკდონალდსის სათაო ოფისი
-
ტიპოლოგია:Commercial
-
ადგილმდებარეობა:ქ.თბილისი ,ლისის მიმდებარედ
-
წელი:2023
-
სტატუსი:კონცეფცია
.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მაკდონალდსის სათაო ოფისს რომელიც ასახავს თანამედროეო არქიტექტურას.
შენობა შედგება ორ მიწისზედა სართულისა და მიწისქვეშა საპარკინგე ზონისგან. მიწისქვეშა პარკინგი განკუთვნილია 30 მანქანისთვის, ხოლო დამატებით ტერიტორიაზე არის 10 საპარკინგე ადგილი.
შენობის პირველი სართული შესრულებულია რკინაბეტონით, რაც უზრუნველყოფს გამძლეობასა და სტაბილურობას, ხოლო მეორე სართული ლითონ კონსტრუქციისგან არის მოაზრებული, რაც ამცირებს საერთო წონას და აჩქარებს მშენებლობის პროცესს.
პროექტი პრიორიტეტს ანიჭებს ეკოლოგიურ მდგრადობას. ტერიტორია არის მაქსიმალურად გამწვანებული , რომელიც ჰარმონიულად ერწყმის შენობას. შენობა იყენებს ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ მასალებსა და ტექნოლოგიებს, რათა შემცირდეს ენერგიის მოხმარება და წახალისდეს მდგრადი მომავალი.
დიზაინი ორიენტირებულია ფუნქციონალურობასა და თანამედროვე ესთეტიკაზე. ლითონის კონსტრუქცია რომელიც შეფუთულია ვიტრაჟებით ხაზს უსვამს შენობის ინდუსტრიულ და თანამედროვე ხასიათს, ხოლო მწვანე სივრცეების ინტეგრაცია ქმნის სასიამოვნო გარემოს თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის.
ეს პროექტი პასუხობს თბილისის ურბანული მოთხოვნებს და ხასიათს, გამოხატავს მაღალი ხარისხის არქიტექტურისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის დაბალანსებულ მიდგომას.