თელავის აეროპორტი
-
ტიპოლოგია:Commercial
-
ადგილმდებარეობა:WGX9+Q6R, თელავი 2200. ქ.თელავი, საქართველო
-
წელი:2023
-
სტატუსი:კონკურსი
.
თელავის გულში ,სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთამანეთს ერწყმის ,აეროპორტის ჩვენი ხედვა დავუკავშირეთ ბუნების ღრმა სიმბოლიკას.წარმოგიდგენთ კონცეფციას,რომელიც იდეურად უკავშირდება ხეს,შენობის გადახურვას იჭერს ორი მასიური კოლონა,რომელიც ასოცრდება ხის მთავარ ღეროსთან (ზრო). ერთი შეხედვით ეს მასიური კოლონები იჭერს შენობას და ასევე ფუქნციურად არის დატვირთული,სააც იხილავთ პრეოქტშილ.
აღნიშნული არქიეტექტურულ კოსნტრუაციული გადაწყვეტა გვაძლევს ორგანულობის შეგრძნებას ,შენობის ძირითადი ფორმა,როგორ ხე ამოდის რელიაფიდან,რაც ასახავს ადამიანის და ბუნების სიმბიოზურ კავშირს.
შენობის ფუნქციონალი არისგამართული და პასუხობს ტექნიკურ დოკუმენტაციას.დაცულია ყველა სტანდარტი.შენობის ძირითადი სივრცე არის გახსნილი,ხედვადი ყველა ხმრიდან,ბუნებრივი განათება არის პრიორიტეტი არსებულ კონცეფციაში.
ინტერიერი გადაწყვეტილია ბუნებრივ ტონებში,სივრცე დაყოფილია ზონებად როგორც აეროპორტის სტანდარტი მოითხოვს.ძირითადი სივრცე არის ორ დონიანი.ანტრესოლი ,როგორც წარმოვადგინეთ დატვირთულია მრავალი ფუნქციით:მოსასვენებელი სივრცე,საკვები პუნქტი,მარკეტი და სხვა.
ობიექტი შედგება ორი გადაწყვეტილებისგან.ძირითადი ორი მასიური კოლონა,რომელიც ხის იმიტაციას აკეთებს,რომელსაც უჭირავს ძირითადი გადახურვა და ანტრესოლი ,რომელიც დაკავშირებულია გარე ტერიტორიასთან (სარეკრეაციო ზონა) რომელიც მკვეთრი ფერით გამოიყოფა შენობისგან. მოცემული გადაწყვეტა გვაძლევს საშუალებას,რომ ადამიანი რომელიც მოვა გასამგზავრებლად ,გაივლის ყველა საჭირო პროცესს,შეძლებს დაისვენოს,მიირთვას საკვები,შეიძინოს სასურველი პროდუქტი და დატკბეს თელავის ლამაზი იერსახით. ასევე გამოიყენოს გარე ტერასები,რომელიც არის მოქცეული რეკრეაციულ სივრცეში.აღნიშნული გადაწყვეტა არის საინტერესო არქიტექტურული კვანძი რომელიც ორგანულად უერთდება შენობას და ერთიანობაში ქმნის საინტერესო მოდელს.
კონცეფცია არის მინიმალისტური,ელეგანტური გადაწყვეტილება,რომელიც არის ორგნული ბუნებასთან. არ ეწინააღმდეგება გარემო პირობებს.ძირითადი ფორმას წარმოადგენს ხის იმიტაცია ,რაზეც არის ახუნძლული შენობის სხვა მრავალი საინტერესო დეტალი.ასევე სიმბოლურად შენობის რამოდენიმე სივრცეში ინტეგრირებული გვავქს ქვევრი.წარმოდგენილი პროექტი არის ენერგო ეფექტური. შენობაში გათვალისწინებული იქნება განახლებული ენერგიის წყაროები,როგორი არის მზის ბატარიები ,გეოთერმული წყლები და სხვა.