სპორტული მულტიფუნქციური ცენტრი
-
ტიპოლოგია:Culture
-
ადგილმდებარეობა:ქ. ბათუმი, საქართველო
-
წელი:2021
-
სტატუსი:კონკურის
.
არსებული ობიექტი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრს ,სადაც სხავდასხვა სპორტის წარმომადგენლები და ასევე მოყვარულები შეძლებენ ვარჯის.მოცემული კონცეფცი აღნიშნულ შენობას რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად აქცევს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული ზონის ინტეგრაცია, მათ შორის სავარჯიშო დარბაზი თანამედროვე აპარატურით, საბრძოლო ხელოვნებისა და იოგას სივრცეები, კალათბურთისა და მინი ფეხბურთის დახურული მოედნები, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზები, მძლეოსნობისთვის განკუთვნილი დარბაზები, სარბენი ბილიკები .დამატებით, პროექტი მოიცავს რეაბილიტაციის ცენტრს, რაც სპორტსმენებს აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს. ასევე გათვალისწინებულია ბავშვებისთვის სპეციალური სპორტული და გასართობი ზონები, რაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე ორიენტირებული გარემოს შექმნას ემსახურება.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა გარემოს ეკოლოგიურ მდგრადობასა და ჯანსაღი სივრცის უზრუნველყოფას. შენობა აღჭურვილია მრავალფეროვანი გამწვანებული ტერასებით, რომლებიც ჰარმონიულად ერთიანდება 1 ჰექტარზე განთავსებულ რეკრეაციულ ზონასთან. ეს სივრცე მოიცავს საფეხმავლო და სარბენ ბილიკებს, ბავშვთა სათამაშო მოედნებს, დასასვენებელ ზონებსა და ბუნებრივი ლანდშაფტით გამდიდრებულ გარემოს, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს ვიზიტორების გამოცდილებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომფორტული საპარკინგე სივრცეების მოწყობა როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის, რაც განაპირობებს სტუმრებისა და გუნდების ტრანსპორტირების პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას. მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი ქმნის არა მხოლოდ სპორტული აქტივობების სივრცეს, არამედ ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციურ და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც წაახალისებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ხელს შეუწყობს სპორტის პოპულარიზაციას და შეასრულებს მნიშვნელოვან როლს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ორგანიზებაში. ჩვენი კონცეფციის მიზანი იყო საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი, მულტიფუნქციური, ეკოლოგიური და ინოვაციური სივრცე შეგვქემნა ,რომელიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მოემსახურებოდა და პროფესიონალურ სპორტს მაღალ მწვერვალებზე აწევდა.