უნივერსიტეტის შენობა

კონკურსის მოთხოვნა იყო არსებული უნივერსიტეტის შენობას  დამატებულიყო მულტიფუნქციური შენობა ,ჩვენა საპროექტომ შევიმუშვეთ სამ სართულიანი შენობა  რომელიც არსებულ შენობას გადავჯინეთ თავზე რამაც საშუალება მოგვცა არსებულ შენობაზე გაგვეკეთებინა რეკრეაციული ზონა ხოლო ყველა ძირითადი შენობა დაგვეტვირთა ყველა მოთხოვნილი ფუქნციით.პროექტი ვიზუალურად მაქსიმალურად მსუბუქია რადგან გვინდოდა რომ  ჰარმონიულად შერწყმოდა არსებულ ისტორიულ შენმობას. არსებული შენობის თავზე დამატებული ახალი სტრუქტურა ქმნის საინტერესო გარემოს , რომელიც არ არღვევს ძირითადი შენობის არქიტექტურულ იდენტობას. სრულიად ვიტრაჟული ფასადი გამოკვეთს ინტერიერის საინტერესოდ დაგეგმილ დეტალებს, რაც სივრცეს სიღრმესა და სიმსუბუქეს ანიჭებს. შენობაში განთავსებულია მრავალფუნქციური ზონები, მათ შორის საკონფერენციო სივრცეები,აუდიტორიები, გალერეა, ბიბლიოთეკა, საკვები სივრცეები და ღია დასასვენებელი ტერიტორიები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს მაქსიმალურად პასუხობს. ინტერიერი გაჯერებულია ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო და სამუშაო სივრცეებით, რაც სტუდენტებისა და პროფესორებისთვის კომფორტულ და ინსპირაციულ გარემოს ქმნის. პროექტი არქიტექტურულად მოიცავს ძველისა და ახლის სრულყოფილ სინთეზს, რაც სივრცეს უნიკალურობასა და ესთეტიკურ შთამბეჭდავობას ანიჭებს.