ინოვაციის ცენტრი

არსებული ობიექტი მდებარეობს დიდ დიღომში ,განათლების ტერიტორიაზე . შენობა არის სამ სარტულიანი ტერასული სტილის, საპროექტო ჯგუფმა გადავწყვიტეთ რომ შენობა აგვეწია ერთი დონით მაღლა და შეგვექმნა სარექკრეაციო სივრცე როგორც მიწის სართულზე ასევე სახურავის სართულზე ამით ორმაგად გამოყენება ხდებოდა შენობის პერიმეტრის.  განათების წყაროდ გამოვიყენეთ ბეტონის ძაბრისებრი ფორმა რომელიც შენობის შუაგლუშია  საიდანაც განათებას ვიღებთ ქვედა სივრცეში.

შენობის ტერიტორია არის ტერასული მრავალი მოსასვენებელი სივრცეებით , ტერიტორია ადაპტირებულია შშმ პირებზე.

შენობა დაგეგმარებულია მაქსიმალურად ტრანსფორმირებადი სივრცეებით . პირველ სართულზე გვხვდება რეცეფცია,საგამოფენო სივრცე . მეორე სართულზე არის განთავსებული საგანმანათლებლო სივრცეები  ხოლო მესამე სართულზე ობსერვატორია  და სარეკრეაციო სივრცე.

შენობის ჯამური კვადრატულობა შეადგენს  4200 მ2